image.png                                                 დამტკიცებულია

10.01.2025 წ.

 

 

ტურნირის წესები

 

1. თვისებები

1.1. ინტერპრეტაცია და ფარგლები

ტურნირის ეს წესები, მოქმედებს საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის (სსნფ) მიერ, ორგანიზებულ ან სხვაგვარად დამტკიცებულ ტურნირზე. ეს წესები შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს ან განახლდეს. ამ წესების გარდა სხვა წესების გამოყენება დაუშვებელია.

ტურნირის ეს წესები ძირეულად შეესაბამება მსოფლიო ნარდის ფედერაციის მიერ აღიარებულ და საყოველთაოდ გამოყენებულ წესებსა და პრინციპებს. თუმცა, ეს წესები არ არის ყველა შესაძლო სიტუაციების სრულად განმსაზღვრელი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ტურნირის მსვლელობისას და შესაბამისად, არ ანაცვლებს ტურნირის დირექტორის ან/და სამსაჯაო კოლეგიის გადაწყვეტილებას და დისკრეციას, რომელიც შემოიფარგლება გამონაკლისების გაკეთებით, რომ ნებისმიერ კონკრეტულ გარემოებაში მიღებულ იქნას ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილება. 

ყველა მონაწილე რომელიც, რეგისტრირდება და მონაწილეობას იღებს ტურნირში ვალდებულია გაეცნოს ტურნირის წესებს, დებულებას, პროგრამას, გათამაშების კალენდარს და მათში შეტანილ ცვლილებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ტურნირის თითოეული მონაწილე პასუხისმგებელია პუნქტუალობაზე. წესების არ ცოდნა მონაწილეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

სათამაშო დარბაზი(ები) განკუთვნილია მოთამაშეებისა და მაყურებლებისთვის. როგორც ტურნირის მონაწილეებისათვის ასევე მაყურებლთათვის ტურნირის მიმდინარეობისას სავალდებულოა ტურნირის ეთიკის კოდექსის დაცვა.

1.2. ეთიკეტი

(i) მთავარი - ტურნირის ყველა მონაწილე ვალდებულია მოქმედებდეს სპორტული სულისკვეთებით, რაც გამოიხატება კეთილშობილური სპორტსმენის ქცევით. მონაწილეები უნდა იყვნენ კეთილგანწყობილნი, სამართლიანები, თავაზიანები და ყურადღებიანები, დაუყოვნებლივ უნდა გამოასწორონ წესების ნებისმიერი დარღვევა. პატივი უნდა სცენ მოთხოვნას საუბრის ან ყურადღების გაფანტვის შეზღუდვის შესახებ. თამაში დაიწყონ მისალმებით და დაასრულონ ურთიერთპატივისცემით.

(ii) აღჭურვილობა - მოთამაშეებმა უნდა იქონიონ სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობა. 

1.3. პერსონალი

(i) ტურნირის დირექტორი - ტურნირებს უნდა აკონტროლებდეს ერთი ან მეტი გამოცდილი და მიუკერძოებელი ტურნირის დირექტორი.

(ii) მმართველი კომიტეტი / მსაჯთა კოლეგია - დავების განმხილველი კომიტეტი. უნდა ჩამოყალიბდეს და შედგებოდეს სამი ან მეტი მიუკერძოებელი პირისგან, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნებიან ტურნირის პერიოდში. ტურნირის დირექტორს, რომელიც დაკავშირებულია ტურნირთან, არ აქვს უფლება იყოს მმართველი კომიტეტის / მსაჯთა კოლეგიის წევრი.

(iii) მონიტორები - ტურნირის დირექტორს ან მსაჯთა კოლეგიას შეუძლია საკუთარი ინიციატივით ან მოთამაშის მოთხოვნით დანიშნოს მონიტორი ნებისმიერ მატჩზე. მონიტორი შეიძლება იყოს მსაჯი, რომელიმე მონაწილე ან ნებისმიერი მესამე პირი, რომელიც გარკვეულია თამაშის წესებში. მონიტორს უფლება აქვს გაამახვილოს ყურადღება უკანონო ქმედებებზე და დაიცვას მოთამაშეები საეჭვო ან უსამართლო ქცევებისგან. მოთამაშეებს ორმხრივი შეთანხმებით ასევე შეუძლიათ, ტურნირის დირექტორის და მსაჯთა კოლეგიის მითითების გარეშე, თავიანთ მატჩზე დანიშნონ მონიტორი.

1.4. რეგისტრაცია

(i) დამტკიცება - ყველა პირი, რომელიც რეგისტრირდება ტურნირზე, უნდა იყოს დამტკიცებული ტურნირის დირექტორის მიერ და შეყვანილი მონაწილეთა სიაში. ნებისმიერ პირს შეიძლება ეთქვას უარი რეგისტრაციაზე ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე.

(ii) დარეგისტრირება უფრო მაღალი დონის კვალიფიკაციის ტურნირზე - იმ ღონისძიებებში სადაც ტარდება ტურნირები, განსაზღვრული სხვადასხვა დონის კვალიფიკაციის მქონე მონაწილეებისათვის, ტურნირის დირექტორის შეუძლია ნებისმიერი მონაწილე არ დაუშვას დაბალი დონის კვალიფიკაციის ტურნირზე და სანაცვლოდ შესთავაზოს ადგილი უფრო მაღალი დონის კვალიფიკაციის ტურნირზე, მონაწილის პერსონალური სარეიტინგო დონის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე.

1.5. ოფიციალური ენები

სსნფ-ს მიერ გამართული ეროვნული კატეგორიის ტურნირებისთვის ოფიციალური სამუშაო ენა არის ქართული, თუ ტურნირი არ ატარებს საერთაშორისო მასშტაბებს. საერთაშორისო მასშტაბის ტურნირის გამართვის დროს ოფიციალურ სამუშაო ენად ჩაითვლება ინგლისური და ქართული. 

ტურნირის დროს, მატჩის მიმდინარეობისას მოთამაშეებს ან მაყურებლებს არ აქვთ უფლება ისაუბრონ სხვა ენაზე, გარდა ოფიციალური ენისა. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მხოლოდ ერთი გუნდის მოთამაშეებს მატჩის მიმდინარეობის დროს უფლება აქვთ ისაუბრონ ერთმანეთთან ოფიციალური ენის გარდა სხვა ენაზე.

1.6. მაყურებელი

(i) ზოგადი - მაყურებლებმა თვალი უნდა ადევნოს ტურნირის მატჩებს რაც შეიძლება ჩუმად და შეუმჩნევლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტულად მისგან მოითხოვენ კომენტარის გაკეთებას ტურნირის დირექტორი, მსაჯთა კოლეგიის წევრები ან მატჩის ორივე მოთამაშე რაიმე განმარტებაზე. მაყურებლებმა არ უნდა გაამახვილონ ყურადღება თამაშში შეცდომებზე ან უკანონო ქმედებებზე, ასევე არ უნდა გააკეთონ კომენტარი არსწორი ანგარიშის შესახებ. თუმცა, მაყურებელს შეუძლია თამაშებს შორის შუალედში პირდაპირ მიუთითოს მოთამაშეებს ანგარიშში შეცდომის ან საათის არსწორად გააქტიურების შესახებ. მაყურებელს შეუძლია შეატყობინოს ტურნირის დირექტორს ან/და მსაჯთა კოლეგიას ნებისმიერი შემაშფოთებელი საკითხი. 

(ii) გარე დახმარების სხვა ფორმები - მატჩის მიმდინარეობის დროს მაყურებლებს არ აქვთ უფლება მიანიშნონ ან დაეხმარონ მოთამაშეებს.

(iii) მოთხოვნები - მოთამაშეს შეუძლია თხოვნით მიმართოს ტურნირის დირექტორს ან მსაჯს ახსნა-განმარტებით, რომ ერთ ან მეტ მაყურებელს აეკრძალოს მისი მატჩის ყურება.

1.7. მატჩის ჩაწერა, სტრიმინგი, ყურსასმენები, მობილური ტელეფონები, კარნახი და გარე დახმარება

(i) ზოგადი - მატჩის მიმდინარეობისას მოთამაშეს არ აქვს უფლება მატჩის სამართავად გამოიყენოს ელექტრონული, მექანიკური, წერილობითი ან სხვა დამხმარე საშუალებები, გარდა ანგარიშის ქულების ჩანიშვნის მიზნით.

(ii) მატჩის ვიდეო ჩაწერა და სტრიმინგი – მატჩის ვიდეო ჩაწერა, სტრიმინგი ან ორივე, მთლიანად მატჩის ან მისი რომელიმე ნაწილის, ინდივიდუალური პოზიციების ჩათვლით, მოთამაშეს უფლება აქვს გამოიყენოს ნებისმიერი აღჭურვილობა, რომელიც მას მიაჩნია საჭიროდ და მიზანშეწონილად, მათ შორის კომპიუტერი, ვიდეო ან კამერის აღჭურვილობა, მათ შორის მობილური ტელეფონის სახით ან სხვაგვარად. მატჩებში, რომლებიც მიმდინარეობს საათის გამოყენებით, პოზიციის ჩაწერა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მოთამაშის დროის ხარჯზე ან თამაშებს შორის.

(iii) ყურსასმენები - მატჩის მიმდინარეობისას, მოთამაშეს უფლება აქვს გამოიყენოს ყურსასმენები, მუსიკის მოსასმენად ან ხმაურის ჩასახშობად.

(iv) მობილური ტელეფონები - მატჩის მიმდინარეობისას, მოთამაშეს არ აქვს უფლება გამოიყენოს მობილური ტელეფონი სხვა მიზნებისთვის, გარდა ვიდეო ჩაწერის განხორციელებისთვის, როგორც ეს ზემოთ არის მითითებული, ანგარიშის ჩასაწერად აპლიკაციის გამოყენებისთვის, თამაშის საათის აპლიკაციის გამოყენებისთვის ან სხვა ნებადართული გამოყენებისთვის დაკავშირებული უშუალოდ მატჩთან. სხვა შემთხვევაში მობილური ტელეფონით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ოპონენტის თანხმობით თითოეულ ჯერზე. ტურნირის დირექტორს ან მსაჯს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ასეთი თანხმობა.

(v) კარნახი და გარე დახმარების სხვა ფორმები - როდესაც მატჩი მიმდინარეობს მოთამაშეებს არ აქვთ უფლება მიიღონ კარნახი ან სხვაგვარი დახმარება მესამე პირისგან.

(vii) მოთხოვნები - მოთამაშეს შეუძლია მიმართოს ტურნირის დირექტორს ან მსაჯთა კოლეგიას, რომ მონიტორი დაინიშნოს მატჩის დარჩენილი პერიოდისთვის 1.3, (iii) ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

2. რეგულაციები

2.1. ადგილი

ყველა მატჩი უნდა ჩატარდეს ტურნირის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ადგილას, უპირატესად ტურნირის დირექტორის მიერ გამოყოფილი ან დამტკიცებული ინვენტარით.

2.2. დაწყების დრო და შესვენებები

(i) დაწყების დრო - ყველა მატჩი უნდა დაიწყოს დასაწყებად დაგეგმილ დროში ან სხვ შემთხვევაში განსაზღვრული ტურნირის დირექტორის მიერ.

(ii) შესვენებები - ყოველ მოთამაშეს აქვს 5 წუთიანი შესვენების უფლება მხოლოდ 5 ქულაზე მეტი სიგრძის მატჩებში, შემდეგნაირად:

7-დან 11 ქულამდე მატჩებში: ერთი შესვენება

13-დან 17 ქულამდე მატჩებში: ორი შესვენება

19-დან 23 ქულამდე მატჩებში: სამი შესვენება

მატჩებში 25 ქულამდე და მეტი: ოთხი შესვენება

შესვენებები დასაშვებია მხოლოდ თამაშებს შორის. შესვენებები ზედიზედ შესაძლებელია ერთი მოთამაშის მიერ, რომელიც აერთიანებს მის კანონიერ შესვენებებს ორს ან მეტს ან ორივე მოთამაშის მიერ შეთანხმებით შესვენებების გაერთიანებით. ნებისმიერი სიტუაცია, როდესაც მონაწილე ტოვებს დაფას, ითვლება შესვენებად, თუ ამის გაკეთება არ არის თამაშის აუცილებელი ნაწილი.

(iii) გამონაკლისები - გარკვეულ გარემოებებში ტურნირის დირექტორს ან მსაჯს შეუძლია გამონაკლისი დაუშვას 2.2, (i) და (ii) ქვეპუნქტებიდან, თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება და დროის სტრუქტურა იძლევა ამის საშუალებას.

(iv) ჯარიმები – სასტარტო ან/და შესვენების დროის წესების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს საჯარიმო ქულებს. თუ მოთამაშე არ იმყოფება ან/და არ დაუწყია მატჩი თავის დროს, მატჩის დაწყების სტარტიდან 15 წუთის, ხოლო ნებადართული შესვენების დასრულებიდან 5 წუთის შემდეგ, დაჯარიმდება ერთი საჯარიმო ქულით. შემდგომში ემატება დამატებითი საჯარიმო ქულა ყოველი მომდევნო 5 წუთის დაგვიანებისთვის. როდესაც მოთამაშეს მიენიჭება საჯარიმო ქულები, რომლებიც შეესაბამება მატჩის ხანგრძლივობის ნახევარზე მეტს, მატჩი მთავრდება და ასეთი მოთამაშე ჩაითვლება წაგებულად. საჯარიმო ქულების მინიჭების ალტერნატივად, მას შემდეგ რაც მონაწილემ მატჩის დაწყებისთვის დაიგვიანა 5 წუთი, ტურნირის დირექტორს ან მსაჯს შეუძლია დააყენოს საათი.

(v) გადაუდებელი სიტუაციები – თუ  შესვენება არ არის ხელმისაწვდომი მოთამაშისთვის, ან შესვენების ლიმიტი უკვე ამოწურულია, მოთამაშეს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია თხოვნით მიმართოს ტურნირის დირექტორს ან მსაჯს ჯარიმების გარეშე დანიშნოს რიგგარეშე შესვენების დრო (ასეთი უფლების ბოროტად გამოყენება დაუშვებელია). სხვა შემთხვევაში რიგგარეშე შესვენება უნდა განხორციელდეს საჯარიმო ქულების ან საათის შემთხვევაში საკუთარი დროის ხარჯზე.

(vi) საჯარიმო ქულა - ჯარიმის სახით მიღებული ქულები ემატება მოწინააღმდეგის ქულებს და არ აკლდება წესების დამრღვევის ქულათა რაოდენობას.

2.3. ნელი თამაში

(i) ნებისმიერ დროს, თუ ტურნირის დირექტორი ან მსაჯი თვლის, რომ მატჩი მიმდინარეობს არაგონივრულად ნელი ტემპით, შეიძლება დაწესდეს შემდეგი სანქცია:

(ა) გაიცემა გაფრთხილება, რომ თუ ნელი თამაში გაგრძელდება, დაინიშნება საჯარიმო ქულები;

(ბ) მატჩის დარჩენილი ნაწილი ჩატარდება თამაშის საათის გამოყენებით. 

(ii) მოთხოვნები - მოთამაშეს შეუძლია მიმართოს ტურნირის დირექტორს ან მსაჯს, რომ დარჩენილი მატჩი ჩატარდეს საათის გამოყენებით, ან დაინიშნოს მატჩზე მონიტორი.

 

3. ინვენტარი

3.1. დაფა

დაფა უნდა იყოს განკუთვნილი 37-დან 50 მილიმეტრამდე დიამეტრის ქვებისთვის. დაფის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ აღმოჩნდება, რომ დაფა არ აკმაყოფილებს სტანდერტებს. დაფის შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ თამაშებს შორის. ყველა კამათელი, გაორმაგების კუბი, და სხვა ინვენტარი, რომელიც არ გამოიყენება თამაშის დროს, უნდა მოიხსნას დაფიდან მატჩის დაწყებამდე.

3.2. ჭიქა

ტურნირის დროს, უპირატესად გამოყენეული უნდა იყოს შიდა ტუჩის მქონე ჭიქები, თუ ჭიქები შიდა ტუჩით არ არის ხელმისაწვდომი მატჩის დაწყებისას, მოთამაშემ შეიძლება მოითხოვოს ჭიქის გამოცვლა, როგორც კი შიდა ტუჩის მქონე ჭიქები გახდება ხელმისაწვდომი, გინდაც ეს იყოს თამაშის დროს.

3.3. კამათელი

(i) უპირატესად თამაშის დროს გამოიყენება 4 ზუსტი კამათელი, თუ არაა მოთამაშეთა სხვაგვარი შეთანხმება ან ტურნირის დირექტორმა ან მსაჯმა განსაზღვრა, რომ თამაშში გამოყენებული იყოს ორი კამათელი. თუ ზუსტი კამათლები არაა ხელმისაწვდომი მატჩის დაწყებისას, მოთამაშემ შეიძლება მოითხოვოს კამათლების გამოცვლა, როგორც კი ზუსტი კამათლები გახდება ხელმისაწვდომი, თუნდაც ეს იყოს თამაშის დროს.

(ii) მატჩები, რომლებიც ტარდება საათის გარეშე- ითამაშება 4 კამათლით. მოთამაშეებმა უნდა აირჩიონ ოთხი კამათელი (თითოეული მხრიდან 2-2 ან სხვაგვარად, შეთანხმებით). მხოლოდ ეს 4 კამათელი უნდა იყოს გამოყენებული მთელი მატჩის მანძილზე, გარდა სიტუაციებისა აღწერილი 3.3(i) და 3.7(i) ქვეპუნქტებში.

(iii) მატჩები, რომლებიც ტარდება საათის გამოყენებით - ითამაშება 2 კამათლით. მოთამაშეებმა უნდა აირჩიონ ოთხი კამათელი (თითოეული მხრიდან 2-2 ან სხვაგვარად, შეთანხმებით და აქედან გორებისთვის 2). მხოლოდ ეს 4 კამათელი უნდა იყოს გამოყენებული მთელი მატჩის მანძილზე, გარდა სიტუაციებისა აღწერილი 3.3(i) და 3.7(i) ქვეპუნქტებში.

3.4. ბაფლ ყუთი

(i) სიტუაციები - ორივე მოთამაშის მიერ ბაფლ ყუთის გამოყენება შეიძლება იყოს როგორც ვარიანტი, უპირატესობა, ვალდებულება ან დაკისრება:

(ა) ვარიანტი. ნებისმიერ ტურნირზე მოთამაშეებს შეუძლიათ აირჩიონ მატჩის თამაში ბაფლ ყუთის გამოყენებით, თუ ისინი თანხმდებიან;

(ბ) უპირატესობა. მოთამაშეს შეუძლია დაჟინებით მოითხოვოს, რომ მატჩი ჩატარდეს ბაფლ ყუთის გამოყენებით, თუ ტურნირის დებულებაში წერია, რომ ტურნირი ან მისი ნაწილი უნდა ჩატარდეს პრიორიტეტით ბაფლ ყუთით;

(გ) ვალდებულება. მოთამაშეები ვალდებულნი არიან ითამაშონ მატჩი ბაფლ ყუთის გამოყენებით, თუ ტურნირის დებულება ითვალისწინებს, რომ ტურნირი ან მისი ნაწილი უნდა ჩატარდეს ბაფლის ყუთების გამოყენების ვალდებულებით; 

(დ) დაკისრება. ნებისმიერ ტურნირზე მოთამაშეები ვალდებულნი არიან ითამაშონ მიმდინარე მატჩის დარჩენილი ნაწილი ბაფლ ყუთის გამოყენებით, თუკი ტურნირის დირექტორი ან მსაჯი იღებს ასეთ გადაწყვეტილებას;

(ე) თხოვნა. მოთამაშეს შეუძლია თხოვნით მიმართოს ტურნირის დირექტორს ან მსაჯს, რომ მატჩის დარჩენილი ნაწილი ჩატარდეს ბაფლ ყუთის გამოყენებით. ტურნირის დირექტორს ან მსაჯს შეუძლია დაადგინოს, რომ მატჩის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩატარდეს ბაფლ ყუთის გამოყენებით;

(ვ) მოთხოვნა. თუ ტურნირის დირექტორი ან მსაჯი მიიჩნევს, რომ მოთამაშე არღვევს ან სრულფასოვნად ვერ ართმევს თავს წესებს კამათლის სწორად გორებასთან დაკავშირებით, ტურნირის დირექტორს ან მსაჯს შეუძლია დაადგინოს, რომ მატჩის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩატარდეს ბაფლ ყუთის გამოყენებით. 

(ii) გამონაკლისები - გარკვეულ ვითარებაში ტურნირის დირექტორს ან მსაჯს  შეუძლია გააკეთოს გამონაკლისი 3.4.  (i), (b) და (c) ქვეპუნქტებდან, თუ ერთის ან ორივე მოთამაშის განსაკუთრებული შეშფოთება იძლევა ასეთი გამონაკლისის საჭიროებას.

(iii) სისწორე და დამტკიცება - ბაფლ ყუთი უნდა იყოს სწორად აგებული. თუ მოთამაშე ითხოვს, რომ ბაფლ ყუთის სისწორე დაადასტუროს ტურნირის დირექტორმა ან მსაჯმა, ის უნდა დადასტურდეს.

(iv) განთავსება. - ბაფლ ყუთი უნდა განთავსდეს მოთამაშეების საშინაო კარის მოპირდაპირედ.

(v) ბაფლ ყუთის ცალმხრივი გამოყენება – მოთამაშეს შეუძლია ბაფლის ყუთის ცალმხრივად გამოყენება.

3.5. საათი

(i) სიტუაციები - თამაშში საათის გამოყენება შეიძლება იყოს როგორც ვარიანტი, უპირატესობა, ვალდებულება ან დაკისრება:

(ა) ვარიანტი. ნებისმიერ ტურნირზე მოთამაშეებს შეუძლიათ აირჩიონ მატჩის თამაში საათის გამოყენებით, თუ საათი ხელმისაწვდომია და ისინი თანხმდებიან ამაზე;

(ბ) უპირატესობა. მოთამაშეს შეუძლია მოითხოვოს, რომ მატჩი ჩატარდეს საათის გამოყენებით, იმ პირობით, რომ საათი ხელმისაწვდომია და ტურნირის დებულებით დადგენილია, რომ ტურნირი ან მისი ნაწილი ტარდება საათების უპირატესობით;

(გ) ვალდებულება. მოთამაშეები ვალდებულნი არიან ითამაშონ მატჩი საათების გამოყენებით, თუ ტურნირის დებულება ითვალისწინებს, რომ ტურნირი ან მისი ნაწილი ტარდება საათების ვალდებულებით;

(დ) დაკისრება. ნებისმიერ ტურნირზე მოთამაშეები ვალდებულნი არიან ითამაშონ მიმდინარე მატჩი ან მატჩის დარჩენილი ნაწილი საათის გამოყენებით, თუ საათი ხელმისაწვდომია და ტურნირის დირექტორი ან მსაჯი იღებს ასეთ გადაწყვეტილებას 2.3. პუნქტის შესაბამისად; 

(ე) ტურნირის დირექტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მატჩის თამაში საათის გამოყენებით.

(ii) გამონაკლისები - გარკვეულ ვითარებაში ტურნირის დირექტორს შეუძლია გააკეთოს გამონაკლისი 3.5. (i), (b) და (c) ქვეპუნქტებდან, თუ ერთი ან ორივე მოთამაშის განსაკუთრებული შეშფოთება იძლევა ასეთი გამონაკლისის საჭიროებას.

(iii) სისწორე და დამტკიცება - საათი სწორად უნდა იყოს მომართული. თუ მოთამაშე ითხოვს, რომ საათის სისწორე დაადასტუროს ტურნირის დირექტორმა ან მსაჯმა, ის უნდა დადასტურდეს.

(iv) განთავსება - საათი უნდა განთავსდეს მოთამაშეების საშინაო კარების მხარეს.

(v) საათის დაყენება - ყველა მატჩი, რომელიც ითამაშა საათების გამოყენებით, გამოყენებული უნდა იყოს დროის დაყოვნების მეთოდი, რომელიც ცნობილია როგორც "დაყოვნების დრო" და აღწერილია შემდეგნაირად: თითოეულ მოთამაშეს ენიჭება გარკვეული განსაზღვრული დრო (მატჩის დრო). ამის გარდა, თითოეულ მოთამაშეს ეძლევა ნებადართული განსაზღვრული დროის შეფერხება თითო სვლაზე (დაყოვნების დრო). დაყოვნების დრო არ შედის მატჩის დროში. სტანდარტულად ერთამდე მატჩებში, მატჩის დრო არის ორი (2) წუთი, ხოლო დყოვნების დრო თორმეტი (12) წამი, ან შესაძლოა სხვაგვარად იყოს განსაზღვრული ტურნირის დირექტორის მიერ. წყვილთა ან სხვა არასტანდარტული მატჩებისთვის განსაზღვრება შესაბამისი ალტერნატიული მატჩის და დაყოვნების დრო. 

(vi) დროის კონტროლი - მატჩში, რომელიც უნდა გაგრძელდეს საათების გამოყენებით, დრო გამოითვლება, როგორც ((RA+RB)/2)*მატჩის დროზე, სადაც RA არის A მოთამაშისთვის მატჩის მოსაგებად დარჩენილი საჭირო ქულების რაოდენობა, RB არის B მოთამაშისთვის მატჩის მოსაგებად დარჩენილი საჭირო ქულების რაოდენობა.

3.6. უპირატესობების არჩევა

ქვის ფერის, საშინაო კარის მხარის და სხვა უპირატესობების არჩევა განისაზღვრება კამათლის გორებით ან სხვაგვარად მხარეების შეთანხმებით, მატჩის დაწყების წინ.

მატჩის დაწყებამდე არჩეული უპირატესობების შეცვლა ოპონენტების ურთიერთშეთანხმების გარეშე დაუშვებელია მთელი მატჩის განმავლობაში.

3.7. ტექნიკის შეცვლა

(i) ტურნირის დირექტორს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს გამოყენებული აღჭურვილობა. მოთამაშეებს უფლება აქვთ შეცვალონ გამოყენებული აღჭურვილობა მიმდინარე მატჩში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღჭურვილობა დეფექტურია, ან თუ ისინი თანხმდებიან.

(ii) შეცდომების მქონე საათები - აშკარა შეცდომების მქონე საათი დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. ტურნირის დირექტორმა უნდა დაადგინოს მაქსიმალურად სწორი დრო, გადაიტანოს და დააყენოს სათადარიგო საათზე.

3.8. სტრიმინგი და ჩაწერა

ტურნირის დირექტორს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, მოითხოვოს ნებისმიერი მატჩის თამაში კონკრეტულ დაფაზე, ონლაინ სტრიმინგი, ჩაწერა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის წერილობითი აღნიშვნის ან გადაღების გზით. ასეთი გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ასეთი ჩანაწერი შეიძლება ტურნირის დირექტორმა ან ფედერაციამ გამოაქვეყნოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმით, როგორც ჩათვლიან საჭიროდ.

 

4. თამაში

4.1. კამათელი და გორება

(i) შემთხვევითი კამათელი - კამათლის გორება არის შემთხვევითი რიცხვების მოპოვების საშუალება 1-დან 6-მდე. კამათლის ნებისმიერი სხვა გამოყენება არის წესების დარღვევა.

(ii) კამათლების დამუშავება – კამათელზე შეხება არ შეიძლება, სანამ კამათლები თამაშშია. კამათლები ითვლება თამაშში, სანამ სვლა არ დასრულებულა. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მოთამაშეს შეუძლია საკუთარი სვლის დროს კამათელი გადაწიოს დაფის ზედაპირზე, რათა გაანთავისუფლოს ადგილი ქვების გადასაადგილებლად.

(iii) კამათლის შეცვლა - მოთამაშეს შეუძლია მოითხოვოს კამათლების არევა და თავიდან არჩევა ნებისმიერი მატჩის პარტიის დაწყების წინ. ამ დროს მონაწილეობს მხოლოდ ის 4 კამათელი, რომელიც თავიდან იყო შერჩეული მონაწილეთა მხრიდან. სხვა კამათლის გამოყენება დაუშვებელია, გარდა შემთხვევისა, როგორც მოცემულია პუნქტით 3.7. იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე მოთამაშე, ითხოვს კამათლების არევას, მან უნდა შეანჯღრიოს ოთხივე კამათელი ჭიქაში და გააგოროს. შემდეგ, მოთამაშეები რიგრიგობით ირჩევენ კამათელს, დაწყებული მოთამაშით, რომელსაც არევა არ მოუთხოვია.

(iv) კამათლის გორების მხარე - ყველა გორება უნდა განხორციელდეს მონაწილისგან დაფის მარჯვენა მხარეს.

(v) სვლა - კამათლებზე ამოსული ორივე ციფრი უნდა გათამაშდეს, თუ მხოლოდ ერთი ციფრის გათამაშებაა შესაძლებელი, მაშინ უმაღლესი.

(ა) მატჩებში, რომლებიც ითამაშებენ ბაფლ ყუთის გარეშე, სწორი კამათლის გორება არის კამათლების ენერგიულად, მაგრამ არა ზედმეტად შერყევა ჭიქაში, შემდეგ ერთი მოქმედებით ჭიქიდან დაფის მარჯვენა სათამაშო ზედაპირის გასწვრივ გადაგორება, ამ დროს ისინი არ უნდა შეეხოს მოთამაშის ხელს, ხოლო ჭიქა არ უნდა შეეხოს დაფას. კამათელი თავისუფლად უნდა გაგორდეს და სიბრტყით დაჯდეს დაფის სათამაშო ზედაპირზე. თუ ეს ასე არ არის, გორება ჩაითვლება ბათილად და ხელახლა უნდა გადაგორდეს. თუ მოწინააღმდეგემ მისცა ნებართვა, კამათელი შეიძლება გაგორდეს დაფის მარცხენა მხარესაც. მარცხენა მხარეს გორების ნებართვა იწურება, როდესაც მოწინააღმდეგე მოხსნის ასეთ ნებართვას.

(ბ) მატჩებში, რომლებიც ითამაშება ბაფლ ყუთის საშუალებით, სწორი გორება არის კამათლების ხელით ან ჭიქით ჩაშვება ყუთში. კამათელმა უნდა გაიაროს ბაფლ ყუთი და სიბრტყით დაჯდეს დაფის სათამაშო ზედაპირზე. თუ ესე არ მოხდა, გორება ჩაითვლება არასწორად და ხელახლა უნდა გადაგორდეს.

(c) კამათლი გორების შემდეგ იმყოფება სწორ მდგომარეობაში, თუ ის მთლიანად დევს დაფის სიბრტყეზე. (კამათელი ითვლება არასწორ მდგომარეობაში, თუ ის დევს ქვაზე, დამჯდარია გვერდზე, მთლიანად არ დევს სიბრტყეზე, გადასულია სხვა ზოლში...)

(v) ნაადრევი მოქმედება:

(ა) თუ მოთამაშე, აგორებს კამათელს მანამ, სანამ ოპონენტი დაასრულებს სვლის რიგს, ოპონენტმა უნდა მიუთითოს ნაადრევი გაგორება და შემდეგ განაცხადოს თავისი არჩევანი, აპატიოს და ჩაუთვალოს ნაადრევი გორება, თუ ჩათვალოს გორება უკანონოდ და მოითხოვოს კამათლების ხელახალი გადაგორება. 

(ბ) მატჩებში, რომლებიც ითამაშება საათის გამოყენებით, თუ ოპონენტი აიღებს კამათელს მანამ, სანამ მოთამაშე დაასრულებს თავის სვლის რიგს, მაშინ მოთამაშეს შეუძლია შეაჩეროს საათი და დაასრულოს სვლის რიგი, სანამ მეტოქის დროს გაააქტიურებს.

(vi) შემობრუნების დასასრული:

(ა) მატჩებში, რომლებიც ითამაშება საათის გარეშე, მოთამაშე თავის სვლას ასრულებს კამათლის, ერთის ან ორივეს აწევით. როდესაც მოთამაშეები მხოლოდ ორ კამათელს იყენებენ, ისინი წინასწარ უნდა შეთანხმდნენ ერთ მეთოდზე, რომელიც მიუთითებს სვლის რიგის დასრულებას.

(ბ) მატჩებში საათის გამოყენებით, მოთამაშე თავის სვლის რიგს ამთავრებს მოწინააღმდეგის დროის გააქტიურებით.

4.2. ქვები და მოძრაობები

(i) მოძრაობა - მოთამაშეებმა უნდა იმოძრაონ გარკვევით და გამოიყენონ მხოლოდ ერთი ხელი ქვების გადასაადგილებლად. მოკლული ქვები ხელახლა უნდა შევიდნენ თამაშში, სანამ სხვა ქვა გადაადგილდება.

(ii) ქვებთან ურთიერთობა - მოთამაშე არ უნდა შეეხოს საკუთარ ან მოწინააღმდეგის ქვებს მოწინააღმდეგის სვლის რიგის დროს. მოკლული ქვები უნდა იდოს შუა ზოლზე, სანამ არ შეძლებენ თამაშში დაბრუნებას. თამაშიდან გაყვანილი ქვები უნდა განთავსდეს დაფის სპეციალურ უჯრაში ან დაფის სათამაშო ზედაპირისგან მოშორებით თამაშის ბოლომდე. მატჩის მონაწილეს, არც ერთი ქვა არ უნდა ეჭიროს ხელში (იგულისხმება როგორც მოკლული, ასევე თამაშიდან გასული ქვები).

(iii) უკანონო სვლები – წესების დაღღვეით (მ.შ. შეცდომით) შესრულებული სვლა სწორდება პირვანდელ პოზიციაზე დაბრუნებით. სვლის რიგის დასრულების შემდეგ უზუსტობის გასწორება შესაძლებელია მხოლოდ ოპონენტის მითითებით ან თანხმობით, მანამ სანამ ოპონენტი დაიწყებს საკუთარ სვლას (კამათლის გორება ან გადავების მოთხოვნა), ხოლო ოპონენტის სვლის რიგის დაწყების შემდეგ, მხოლოდ ორმხრივი თანხმობით.

(iv) შეცდომები სასტარტო პოზიციაში - თუ შეცდომა სასტარტო პოზიციაში შეინიშნება მანამ, სანამ პარტიის დამწყები მოთამაშე დაიწყებს თავის მეორე სვლას (გორება ან გაორმაგება) პოზიცია უნდა შესწორდეს. სასტარტო პოზიციაში შეცდომა მოგვიანებით შესაძლებელია გამოსწორდეს, მხოლოდ მონაწილეთა ორმხრივი თანხმობით. თუ სასტარტო პოზიციაში შეცდომის გამო თამაში ჩატარდება 14 ან სხვა რაოდენობის ქვით, მარსი-კოქსის წესი მაინც იმოქმედებს შესაბამისად. 

(v) ქვის უკონტროლო გადაადგილება - მოთამაშეებმა უკონტროლოდ არ უნდა გადააადგილონ თავიანთი ქვები წინ და უკან დაფაზე ახალი პოზიციების შესამოწმებლად. მოთამაშეებმა ოდნავ უნდა გამოყონ ქვები, რომლებსაც გადააადგილებენ პოზიციის შესამოწმებლად.

4.3. საათები

(i) საათის მართვა – თამაშის დროს, მოთამაშეებმა უნდა გაააქტიურონ საათი იმავე ხელით, რომელიც გამოიყენება ქვების გადასაადგილებლად. მოთამაშის მიერ, ამ დებულების განმეორებითმა დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯერ გაფრთხილება და შემდგომში საჯარიმო ქულა.

(ii) საათის შეჩერება - თამაშის საათის შეჩერება დასაშვებია, მხოლოდ შემდეგ სიტუაციებში:

ა) როდესაც თამაში ჩატარდა ბოლომდე;

ბ) შესვენების დროს. როცა ერთი ან ორივე მოთამაშე ტოვებს თამაშის დაფას, ორივე მოთამაშე ვალდებულია ჩაინიშნონ საათის დრო თავიანთ ანგარიშის ფურცელზე. თუ მოთამაშეებმა არ გააკონტროლეს საათზე დრო და თამაშის საათი ჩართული დარჩა შესვენების დროს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ტურნირის დირექტორს, ხოლო შემდეგ ტურნირის დირექტორმა უნდა დაადგინოს საათზე დრო გონივრულ ფარგლებში;

გ) როდესაც დავა წარმოიქმნება მოთამაშეებს შორის ან ტურნირის დირექტორი ითხოვს დროის შეჩერებას;

დ) როცა მოთამაშემ აიღო კამათელი მანამ, სანამ მოწინააღმდეგემ დაასრულა სვლის რიგი;

ე) როდესაც მოთამაშემ აიღო კამათელი და გაააქტიურა მოწინააღმდეგის დრო;

ვ) უკანონო მოქმედებების შემჩნევისას; 

ზ) როდესაც მოთამაშეს სჯერა, რომ თამაში დასრულებულია, მას ოპონენტი ეთანხმება და მოთამაშეები აფიქსირებენ თამაშის შედეგს. 

(iii) დრო ამოიწურა - დრო ჩაითვლება ამოწურულად, როდესაც ერთ-ერთ მოთამაშეს ამოეწურება დროის ლიმიტი და ამაზე ცხადდება ფაქტი, რომელიც უნდა ეცნობოს ტურნირის დირექტოს ან მსაჯს. მოთამაშე, რომელსაც დრო ამოიწურა, მარცხდება მატჩში.

(iv) შეცდომა საათის გააქტიურებასთან დაკავშირებით - როდესაც მოთამაშე შენიშნავს, რომ მეტოქეს შეცდომით კარგავს დროს, ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ. მოთამაშემ, რომელმაც შეცდომით დაკარგა დრო, უფლება აქვს აღადგინოს დაკარგული დროის გონივრული რაოდენობა.

(v) უთანხმოება - თუ უთანხმოებაა მატჩის მსვლელობასთან დაკავშირებით, საათი შესაძლოა შეჩერდეს, რომელიმე მოთამაშის მიერ უთანხმოების მოგვარებამდე.

(vi) საათის არასწორად დაყენება - მოთამაშეებმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადონ და გამოასწორონ არასწორად დაყენებული საათი.

4.4. გაორმაგების კუბი

(i) გაორმაგების კუბის განთავსება - ორივე მოთამაშის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ, რომ ყოველი პარტიის დაწყების წინ გაორმაგების კუბი მოთავსებული იყოს შუა ზოლის ცენტრში, ორ მოთამაშეს შორის „1“ ან „64“ მაჩვენებლით ზემოთ. თუ გაორმაგების კუბი არ დევს შუა ზოლის ცენტრში, ის უნდა დაიდოს შუა ზოლის ცენტრში მაშინვე, როგორც კი მოთამაშეები შეამჩნევენ შეცდომას. გამონაკლისი არის კროუფორდის თამაში, როდესაც გაორმაგების კუბი უნდა მოიხსნას დაფიდან.

(ii) გაორმაგება - მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიყენონ გაორმაგების კუბი მხოლოდ საკუთარი სვლის რიგის (კამათლის გორება) დაწყებამდე. გაორმაგების შეთავაზება დაუშვებელია კამათლის არასწორი გაგორების შემდეგ. მოთამაშე მოწინააღმდეგეს თავაზობს პარტიის გაორმაგებას გაორმაგების კუბის დადებით, ისე რომ კუბი აჩვენებდეს გაორმაგების დონეს ზემოთ (ფიზიკური აქტი) და სიტყვების თქმით „ვაორმაგებ“ ან მსგავსი. თამაშში საათის გამოყენებით მოთამაშემ ამასთან ერთად უნდა გაააქტიუროს მოწინააღმდეგის დრო.

(iii) გაორმაგების მიღება და პასი - გაორმაგების მიღება ხდება, გაორმაგების კუბის გადაადგილებით და განთავსებით დაფის საზღვრებში, მიმღების მხარეს, დაფის უჯრაში, ორივე მოთამაშისთვის ხილულ აგდილას (ფიზიკური აქტი) და თქმით „ვიღებ“ ან მსგავსი (სიტყვიერი აქტი). კუბისკენ წვდომა გაორმაგების მიღებად არ ითვლება. გაორმაგების არ მიღების დროს გაორმაგების კუბი ბრუნდება ცენტრში, საწყის მდგომარეობაში (ფიზიკური აქტი) და თქმით „პასი“ ან მსგავსი (სიტყვიერი აქტი). თამაშში საათის გამოყენებით, როცა მოთამაშე იღებს გაორმაგებას, მან ასევე უნდა გაააქტიუროს მოწინააღმდეგის დრო, ხოლო პასის შემთხვევაში მან უნდა შეაჩეროს საათზე დრო.

(iv) კროუფორდის წესი - კროუფორდის წესი ვრცელდება ყველა მატჩზე. თამაშში, რომელშიც ერთ-ერთ მოთამაშეს ზუსტად ერთი ქულა აშორებს მატჩის მოგებას, არცერთ მოთამაშეს არ შეუძლია გამოიყენოს გაორმაგების კუბი, რომელიც ფიზიკურად უნდა მოიხსნას დაფიდან ან/და ჩაითვალოს მიუწვდომლად. კროუფორდის წესით მიმდინარე პარტიის დროს კუბის ნებისმიერი ქმედება ბათილია.

(v) ნაადრევი მოქმედება - თუ მოთამაშე მოწინააღმდეგეს სვლის რიგის დასრულებამდე თავაზობს პარტის არსებილი დონის გაორმაგებას, სვლის რიგის მქონე მოთამაშეს უფლება აქვს შეცვალოს თავისი სვლა და დაასრულოს სვლის რიგი, ისე რომ მოწინააღმდეგის გაორმაგების შეთავაზება დატოვოს ძალაში. 

(vi) გაორმაგება არასწორ დონემდე - თუ მოთამაშე მართებულად აორმაგებს ან იღებს ან იძახის პასს, მაგრამ გაორმაგების კუბით ნაჩვენებია არასწორი გაორმაგების დონე, მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ძალაშია, მაგრამ გაორმაგების კუბის დონე უნდა გამოსწორდეს.

(vii) გაორმაგება, როდესაც კუბი „მკვდარია“ - თუ რომელიმე მოთამაშეს მიღებული აქვს გაორმაგება იმ დონეზე, რომელიც საკმარისია ერთერთი მოთამაშისათვის მატჩის მოსაგებად, გაორმაგების კუბი ხდება მიუწვდომელი და ჩაითვლება „მკვდრად“, რაც იმას ნიშნავს რომ, ამის მერე მიმდინარე პარტიის დარჩენილ დროში კუბის შემდგომი ნებისმიერი ქმედება ბათილია.

(viii) ავტომატური გაორმაგება, ბივერი და ჯეიკობის წესი - ეს ფუნქციები დაუშვებელია ტურნირის დროს.

(ix) დავა გაორმაგების კუბის დონესთან (ღირებულებასთან) დაკავშირებით – მოთამაშეებმა მუდმივად უნდა უზრუნველყონ, რომ გაორმაგების კუბი სწორი მნიშვნელობით იყოს განთავსებული შესაბამის პოზიციაზე. დავის გადაწყვეტის დროს, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს გაორმაგების კუბის პოზიცია ან/და მნიშვნელობა, ზოგადად გაითვალისწინება გაორმაგების კუბის პოზიცია ან/და მნიშვნელობა დავის დაწყებამდე მდგომარეობით, თუ მოწინააღმდეგეს არ გააჩნია დასაბუთებული მტკიცებულება.

4.5. მატჩის დასრულება

ყველა პარტია და მატჩი უნდა ჩატარდეს ბოლომდე, გარდა შემთხვევებისა, როცა  პარტიაში გაორმაგებაზე უარია, თამაშში საათის დრო ამოეწურა, ასევე მატჩში კონტაქტი აღარ დარჩა და შეუძლებელია რაიმე სხვა შედეგის მიღწევა. მოთამაშეებს არ აქვთ უფლება შეთანხმდნენ ქულების, თამაშის ან მატჩის შედეგზე. ყველა მატჩი უნდა ჩატარდეს ქულების სწორად მითითებულ რაოდენობამდე. იმ შემთხვევაში, როცა ამ ქმედებამ შესაძლოა დააზარალოს სხვა მონაწილე, შეიძლება გამოიწვიოს ერთი ან ორივე მოთამაშის დისკვალიფიკაცია. 

4.6. შედეგების მოხსენება

როგორც გამარჯვებულები, ასევე დამარცხებულები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მატჩის შედეგი ტურნირის დირექტორს, რაც შეიძლება მალე. ასევე მონაწილეები, ვალდებულნი არიან აკონტროლონ ტურნირის დირექტორის მიერ შეყვანილი შედეგების სისწორე. თუ არასწორი შედეგი დაფიქსირდა, ის შეიძლება გამოსწორდეს მანამ, სანამ შესწორება განხორციელდება გონივრულ ვადაში.

4.6. შედეგების მოხსენება

როგორც გამარჯვებულები, ასევე დამარცხებულები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მატჩის შედეგი ტურნირის დირექტორს, რაც შეიძლება მალე. ასევე მონაწილეები, ვალდებულნი არიან აკონტროლონ ტურნირის დირექტორის მიერ შეყვანილი შედეგების სისწორე. თუ არასწორი შედეგი დაფიქსირდა, ის შეიძლება გამოსწორდეს მანამ, სანამ შესწორება განხორციელდება გონივრულ ვადაში.

4.7. ქულების აღრიცხვა

ყველა მატჩი გრძელდება ქულების დადგენილ რაოდენობამდე.

მოთამაშეები ვალდებულნი არიან: აწარმოონ მატჩის ანგარიშის ჩანაწერი, რომლის თავშიც მითითებულია მონაწილეთა სახელები და მოსაგებად სჭირო ქულათა რაოდენობა, უფიქსირონ ერთმანეთს მატჩის ანგარიში ყოველი პარტიის დაწყების წინ, ერთმანეთთან ამოწმონ ანგარიშის ორივე ფურცლის შესაბამისობა, კროუფორდის წესით პარტიის დაწყებამდე ერთმანეთს განუცხადონ ეს ფაქტი, მატჩის საბოლოო შედეგი წარუდგინონ ტურნირის დირექტორს ფურცლების სახით.

მატჩის შედეგთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, მოთამაშის ქულების ფურცელი ჩაითვლება გადამწყვეტად, თუ ის მკაფიო და არაორაზროვანია. თუ მხოლოდ ერთ მოთამაშეს აქვს შენახული, მაშინ მის ქულების ფურცელში ჩანიშნული ანგარიში ჩაითვლება გადამწყვეტად. ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ქულების შეყვანისას ყველა შეცდომა უნდა გამოსწორდეს, მაშინვე როგორც კი იქნება შენიშნული.

თუ მონაწილე დათანხმდება წაგებაზე საკუთარი უყურადღებობის გამო (თუნდაც მოწინააღმდეგეს არ ჰქონდეს მატჩის მოსაგებად დაგროვილი საჭირო ქულათა რაოდენობა), ტურნირის დირექტორის მიერ გამარჯვებულის შედეგის დაფიქსირების შემდეგ ამ შედეგის გამოსწორება შეუძლებელია.

4.8. არასწორი მატჩის სიგრძე

როდესაც მატჩი მიმდინარეობს არასწორი სიგრძით და მიმდინარე პოზიცია ძირეულად ვერ იმოქმედებს არასწორი სიგრძით მიმდინარე მატჩის საბოლოო შედეგზე, ამ შეთხვევაში ამ მატჩის სიგრძე უნდა გამოსწორდეს მორიგი პარტიის დაწყებამდე. თუ მატჩის სწორ სიგრძემდე გამოსწორებამ შეიძლება იმოქმედოს მატჩის შედეგზე, მატჩი უნდა გაგრძელდეს არასწორი სიგრძით და ესეთი შედეგი შევიდეს ძალაში. 

თუ მატჩი დასრულებულია არასწორი სიგრძით, ასეთი შედეგი ძალაშია.

იმ შემთხვევაში, როდესაც სწორი მატჩის სიგრძე უფრო მოკლეა, ვიდრე არასწორი მატჩის სიგრძე და მისი შესწორება გამოიწვევს დასრულებულ მატჩს. მატჩი უნდა გაგრძელდეს და  დასრულდეს არასწორი სიგრძით და ასეთი შედეგი შევიდეს ძალაში.

 

5. დავა და სანქციები

5.1. საჩივრები

თუ მოთამაშეებს შორის უთანხმოება წარმოიქმნება, მათ უნდა დატოვონ კამათელი, ქვები, გაორმაგების კუბი, ანგარიშის ბარათები და ყველა სხვა შესაბამისი ელემენტი ხელუხლებლად, დაუძახონ ტურნირის დირექტორს ან მსაჯს, რომ მოაგვაროს დავა. თუ ერთ-ერთი მოთამაშე არის ტურნირის მსაჯი, დავა უნდა მოაგვაროს ტურნირზე მიმაგრებულმა სხვა მსაჯმა.

5.2. გასაჩივრება

ტურნირის მსაჯის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მმართველ კომიტეტში, მმართველ კომიტეტს შეუძლია უბრალო უმრავლესობით დატოვოს თავდაპირველი გადაწყვეტილება, გააუქმოს ან გამოიტანოს ალტერნატიული გადაწყვეტილება. მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილება საბოლოოა.

5.3. ხელმისაწვდომი ინფორმაცია

ტურნირის დირექტორს, მმართველ კომიტეტს ან მსაჯს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია ტურნირში მონაწილე ან დამსწრე ნებისმიერი პირისაგან. ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება დაუსაბუთებლად იყოს დამალული. ინფორმაციის დამალვა გამოიწვევს გარკვეულ სანქციებს.

5.4. საანგარიშო მოვალეობები

1. დავის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს ფედერაციას ტურნირის დასრულების შემდეგ. ანგარიში უნდა შეიცავდეს სადავო საკითხის აღწერას, გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილების მიზეზებს.

2. მატჩის ყველა შედეგი უნდა ეცნობოს ფედერაციას და შეიყვანილი იყოს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

3. როდესაც ტურნირის დირექტორმა ან მსაჯთა კოლეგიამ დისკვალიფიკაცია მოახდინა ან გააძევა მოთამაშე ფაქტი უნდა ეცნობოს ფედერაციას და საორგანიზაციო კომიტეტს.

4. როდესაც ტურნირის დირექტორმა ან სამსაჯო კოლეგიამ გააძევა მაყურებელი ფაქტი უნდა ეცნობოს ფედერაციას და საორგანიზაციო კომიტეტს.

5.5. სანქციები

ტურნირის წესების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს შესაბამის საჯარიმო სანქციებს:

- მოთამაშე, რომელიც არღვევს 1.2. (i) და (ii) ქვეპუნქტებს, შესაძლოა მოხსნილი იყოს ტურნირიდან. გამონაკლის შემთხვევებში მოთამაშეს შეიძლება დროებით აეკრძალოს მომავალ ტურნირებში მონაწილეობა. 

- მოთამაშის ან მაყურებლის მიერ 1.5. პუნქტის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს გაფრთხილება, საჯარიმო ქულების დარიცხვა, ხოლო განმეორებითმა დარღვევამ  დისკვალიფიკაცია ან ტურნირიდან მოხსნა.

- მოთამაშის მიერ 4.2. (i), (ii) და (v) ქვეპუნქტების განმეორებითმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ჯერ გაფრთხილება და შემდგომში საჯარიმო ქულა.

- 1.6. (i) და (ii) ქვეპუნქტების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მონაწილის ან მაყურებლის გაძევება. გამონაკლის შემთხვევებში ასეთ მაყურებელს შეიძლება დროებით ან სამუდამოდ აეკრძალოს მონაწილეობა მომავალ ტურნირებში.

- 1.7. (i)-დან (v)-მდე ქვეპუნქტების ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი მონაწილის გაფრთხილება, საჯარიმო ქულა, დისკვალიფიკაცია ან გაძევება. გამონაკლის შემთხვევებში, მონაწილეს შეიძლება დროებით ან სამუდამოდ აეკრძალოს მონაწილეობის უფლება მომავალ ტურნირებში.