ქულების დარიცხვის სისტემა (2025 წლის 1 იანვრიდან)*

სატურნირო ქულები

- საქართველოს ჩემპიონატი იმართება 20 იანვრიდან 30 დეკემბრამდე, წინასწარ დაგეგმილი კალენდარის მიხედვით.

- საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობს: პრო ლიგა, პირველი ლიგა და ქალთა ლიგა .

- საქართველოს ჩემპიონატი შედგება ლიგებში შესაბამისი ტურებისგან, და გრანდფინალისგან.

ნარდის ოსტატის ძირითადი მიზანია საქართველოს ჩემპიონატში წლის განმავლობაში მაქსიმალური სატურნირო ქულების მოგროვება, რაც განსაზღვრავს ნარდის ოსტატის ადგილს საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, რომლის მიხედვითაც ის დაიკავებს ადგილს გრანდფინალში.

სატურნირო ქულების დარიცხვის სისტემა

საქართველოს ჩემპიონატიში მონაწილე ნარდის ოსტატებს დაერიცხებათ სატურნირო ქულები მონაწილეობისათვის, დაკავებული ადგილისათვის და მოგებული მატჩებისათვის შემდეგი სისტემით (ყველა ლიგა):

სარეიტინგო ქულების დარიცხვა:

ადგილი ქულა

1 100

2 50

3 30

4 20

5 10

მონაწილეობის 10

მოგებული მატჩი 10

საქათველოს ჩემპიონატის მატჩები:

- პროლიგა - 9 ქულამდე, 2 წაგებამდე სისტემით.

- 1 ლიგა - 5 ქულამდე, 2 წაგებამდე სისტემით.

- ქალთა ლიგა - 3 ქულამდე, ოლიმპიური სისტემით.

- გრანდფინალის მატჩები - 11 ქულამდე, 3 წაგებამდე სისტემით.

საქართველოს ჩემპიონატის გრანდფინალში გასვლის სტრუქტურა (ყველა ლიგა):

ადგილი საპრიზო შესატანი

1 0%

2-3 50%

4-5 75%

50%+ (მონაწილეობა) 100%

49%- (მონაწილეობა) 150%

0% (მონაწილეობა) 200%

სამსაჯო კოლეგია - მთავარი მსაჯი: ბაქარ მათიკაშვილი. მსაჯები: კახაბერ ნაჭყებია, ალეკო მანაშვილი, მარინა პირველი, გოჩა გამრეკელაშვილი, ამირან გელაშვილი, თამარ ფულარია.