GEO | ENG

გრძელი ნარდის თამაშის წესები

  • ნარდის თამაში მიმდინარეობს ნარდის სპეციალურ დაფაზე ორ მოთამაშეს შორის, წინასწარ დადგენილი ანგარიშის მიღწევამდე.
  • დაფასთან ორივე მონაწილე თამაშობს ორი ან ერთი წყვილი კამათლით, ასევე წინასწარ ირჩევა დაფაზე მოთამაშეთა კარების მხარე, შეთანხმებით ან კენჭისყრით (კამათლის გორებით).
  • წინასწარ დადგენილი ანგარიშის მისაღწევად, მოთამაშეებს შესაძლოა მოუწიოთ ერთი ან რამოდენიმე ხელის თამაში.
  • "გრძელი ნარდის"  თამაშის მიზანია, მოთამაშემ ყველა ქვა ჩამოიტანოს "სახლში". და მეორე მოთამაშეზე ადრე მოახერხოს ქვების გაყვანა "სახლიდან".
  • თამაშის დასაწყისში, დაფაზე განლაგებულია ორი განსხვავებული ფერის 15-15 ქვა პოზიციაზე 24 - "თავში". თითოეული ფერი განკუთვნილია თითო მოთამაშისათვის. მოთამაშეები ქვებს გადაადგილებენ საკუთარი კარის (საათის საწინააღმდეგო) მიმართულებით გაგორებულ კამათელზე ამოსული ციფრების მიხედვით.
  • ყოველი ხელი იწყება მოთამაშეთა მიერ, თითო კამათლის გაგორებით, რის შედეგადაც თამაშს იწყებს მოთამაშე, რომელმაც გააგორა უფრო დიდი კამათელი.
  • თამაშის წესების თანახმად, ყოველ გორებაზე, საწყისი განლაგებიდან- "თავიდან", მხოლოდ ერთი ქვის მოხსნა და გადაადგილებაა დასაშვები. გამონაკლისი არის მხოლოდ მოთამაშეთა პირველ სვლებზე გაგორებული წყვილი (6-6, 4-4 ან 3-3), ამ შემთხვევაში ორივე მოთამაშეს უფლება აქვს საწყისი განლაგებიდან- "თავიდან" მოიხსნა და გადაადგილოს  2 ქვა.
  • თუ მოწინააღმდეგის ერთი ან რამოდენიმე ქვა განთავსებულია პოზიციაზე, მაშინ ამ პოზიციას თქვენი ქვა ვერ დაიკავებს.
  • დაფიდან ქვების გაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მოთამაშეს ყველა ქვა საკუთარ კარში ჰყავს მოქცეული, კამათელზე გაგორებული რიცხვების შესაბამისი სვეტიდან. თუ ასეთი პოზიცია არ არის, მაშინ მოთამაშემ უნდა გადაიტანოს ქვა უფრო მაღალი პოზიციიდან დაბალი პოზიციისკენ. თუ უფრო მაღალ პოციციებზე ქვები არ არის, მოთამაშეს ქვა გაყავს არსებული მაქსიმალურად მაღალი პოზიციიდან.
  • ქვების თანმიმდევრობის შექმნით, მოთამაშეს არ აქვს უფლება მოწინააღმდეგის ქვების წინ შექმნას გადაულახავი (დაიკავოს 6 და მეტი პოზიცია თანმიმდევრობით) ბარიერი, თუ ამ ბარიერის წინ არ არის მინიმუმ ერთი მოწინააღმდეგის ქვა განლაგებული;
  • თუ კამათელზე გორდება წყვილი, მაშინ მოთამაშე აკეთებს გაგორებული სვლის ორმაგ რაოდენობას.
  • მოთამაშე ვალდებულია ითამაშოს გაგორებულ კამათელზე დასმული სვლათა მაქსიმალური შესაძლებლობა.
  • თუ, ორივე კამათელზე ამოსული კომბინაციის თამაში შეუძლებელია და მოთამაშეს ეთამაშება სათითაოდ თითეული, მაშინ მოთამაშე ვალდებულია ამ ორ სვლას შორის ითამაშოს მაქსიმალური.
  • თუ, მოთამაშეს არ შეუძლია კამათელზე არსებული არცერთი კობინაციების თამაში, ამ შემთხვევაში სვლა გადადის მოწინააღმდეგეზე.
  • მოთამაშის კამათლები იმყოფება დაფაზე, სვლის დამთავრების ბოლომდე. იკრძალება, კამათლის აღება დაფიდან და გორება მანამ სანამ მოწინააღმდეგე არ დაასრულებს სვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთამაშეს უფლება აქვს მოწინააღმდეგეს მოსთხოვოს კამათლის თავიდან გაგორება.
  • გაგორებული კამათელი, გასული დაფიდან ან არ დამჯდარი დაფაზე მთლიანი გვერდით ან უკან დაბრუნებული უცხო სხეულის მოხვედრის შედეგად, ექვემდებარება თავიდან გაგორებას.
  •  ხელი მოგებულად ეთვლება მოთამაშე, რომელმაც მეტოქეზე ადრე გამოიყვანა თავის ქვები სათამაშო დაფიდან.
  • გადავების კუბის გამოიყენება, როდესაც თამაში ერთზე მეტ ანგარიშამდეა, რითიც მოთამაშე აორმაგებს მიმდინარე ხელში მისაღწევ შედეგს.
  • მოთამაშეს შეუძლია დაეთანხმოხელის გაორმაგების შეთავაზება ან დანებდეს მოწინააღმდეგეს. თანხმობა დასტურდება, დაფაზე საკუთარ მხარეს, სპეციალურ უჯრაში შეთავაზებული კუბის (გადვების შესაბამისი ციფრით მაღლა) მოთავსებით. დანებების შემთხვევაში მოთამაშე აგებს ხელს შეთავაზებამდე არსებული კუბის მდგომარეობით, პოზიციით ოინი.
  • ხელში პირველი დავის თქმის უფლამა აქვს ნებისმიერ მოთამაშეს, რის მერეც არსებული მდგომარეობის კვლავ გადავება კუბზე მოცემული თანმიმდევრობით დასაშვებია მხოლოდ მეორე მოთამაშისათვის და ა.შ. რიგრიგობით, საკუთარი სვლის წინ კამათლის გაგორებამდე.
  • ხელის მოგებით მიღწეული შედეგი თამაშის დასრულებისას, პოზიციიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს ერთის  (ოინი) ან მეტის (მარსი, კოქსი) ტოლი.
  • ოინი ნიშნავს, როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოწინააღმდეგეს ერთი ქვა მაინც ყავს დაფიდან გაყვანილი (უბრალო გამარჯვება).
  • მარსი ნიშნავს, როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოწინააღმდეგეს არც ერთი ქვა არ ჰყავს დაფიდან გაყვანილი (ხელის ანგარიშის გაორმაგება).
  •  კოქსი ნიშნავს, როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოთამაშეს ერთი ქვა მაინც ჰყავს დარჩენილი მოწინააღმდეგის კარში (ხელის ანგარიშის გასამმაგება).
  • კროუფორდის წესი მოქმედებს, როდესაც რომელიმე მოთამაშეს გამარჯვებამდე დარჩენილი აქვს 1 ქულა, მომდევნო ხელი ტარდება გადავების გარეშე.
Правила игры в нарды, как играть в Длинные нарды