GEO | ENG

ნარდის თამაშის წესები

ნარდის საერთაშორისო წესები:

• ნარდის თამაში მიმდინარეობს ნარდის სპეციალურ დაფაზე ორ მოთამაშეს შორის, წინასწარ დადგენილი ანგარიშის მიღწევამდე.

• დაფასთან ორივე მონაწილე თამაშობს ორი ან ერთი წყვილი კამათლით, ასევე წინასწარ ირჩევა დაფაზე მოთამაშეთა კარების მხარე, შეთანხმებით ან კენჭისყრით (კამათლის გორებით).

• წინასწარ დადგენილი ანგარიშის მისაღწევად, მოთამაშეებს შესაძლოა მოუწიოთ ერთი ან რამოდენიმე ხელის თამაში.

• დაფაზე განლაგებულია ორი განსხვავებული ფერის 15-15 ქვა. თითოეული ფერი განკუთვნილია თითო მოთამაშისათვის. მოთამაშეები ქვებს გადაანაცვლებენ საკუთარი კარის მიმართულებით გაგორებულ კამათელზე ამოსული ციფრების მიხედვით.

• ყოველი ხელი იწყება მოთამაშეთა მიერ, თითო კამათლის გაგორებით, რის შედეგადაც გაგორებული კომბინაცია უნდა ითამაშოს იმ მოთამაშემ, რომელმაც გააგორა უფრო დიდი კამათელი.

• ქვა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ისეთ სვეტში, სადაც მოწინააღმდეგის ქვების რაოდენობა არ აღემატება ერთს. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს სურს საკუთარი ქვის განთავსება იმ სვეტში, სადაც მოწინააღმდეგის ერთი ქვა არის წარმოდგენილი, მოწინააღმდეგის ქვა კვდება.

• ქვა ცოცხლდება მოწინააღმდეგე მოთამაშის კარში, კამათელზე გაგორებული რიცხვის შესაბამის სვეტში. თუკი, ყველა სვეტი დაკავებულია, მოთამაშე სვლას ტოვებს.

• დაფიდან ქვების გაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მოთამაშეს ყველა ქვა საკუთარ კარში ჰყავს მოქცეული, კამათელზე გაგორებული რიცხვების შესაბამისი სვეტიდან.

• თუ დაფიდან ქვების გაყვანის პროცესში მოთამაშის ქვა კვდება, ის გააგრძელებს დაფიდან ქვების გაყვანას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვა საკუთარ კარში დაბრუნდება.

• მოთამაშე ვალდებულია ითამაშოს გაგორებულ კამათელზე დასმული სვლათა მაქსიმალური შესაძლებლობა.

• თუ, ორივე კამათელზე ამოსული კომბინაციის თამაში შეუძლებელია და მოთამაშეს ეთამაშება სათითაოდ თითეული, მაშინ მოთამაშე ვალდებულია ამ ორ სვლას შორის ითამაშოს მაქსიმალური.

• თუ, მოთამაშეს არ შეუძლია კამათელზე არსებული არცერთი კობინაციების თამაში, ამ შემთხვევაში სვლა გადადის მოწინააღმდეგეზე.

• მოთამაშის კამათლები იმყოფება დაფაზე, სვლის დამთავრების ბოლომდე. სვლა ითვლება დასრულებულად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოთამაშე აიღებს კამათლებს დაფიდან, ხოლო, საათით თამაშის შემთხვევაში - საათის ღილაკზე ხელის დაჭერით.

• იკრძალება, მოწინააღმდეგის კამათლის აღება დაფიდან. ასევე საკუთარი კამათლის გაგორება, მანამ სანამ მოწინააღმდეგე არ დაასრულებს სვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთამაშეს უფლება აქვს მოწინააღმდეგეს მოსთხოვოს კამათლის თავიდან გაგორება.

• გაგორებული კამათელი, გასული დაფიდან ან არ დამჯდარი დაფაზე მთლიანი გვერდით ან უკან დაბრუნებული უცხო სხეულის მოხვედრის შედეგად, ექვემდებარება თავიდან გაგორებას.

• ხელი მოგებულად ეთვლება მოთამაშეს, რომელმაც მეტოქეზე ადრე გამოიყვანა თავისი ქვები სათამაშო დაფიდან.

• გადავების კუბის გამოიყენება, როდესაც თამაში ერთზე მეტ ანგარიშამდეა, რითიც მოთამაშე აორმაგებს მიმდინარე ხელში მისაღწევ შედეგს. შესაძლებელია, გადავებული ხელის კვლავ გადავება კუბის საშუალებით და ა.შ. (2,4,8,16...).

• მოთამაშეს შეუძლია დაეთანხმოს ხელის გაორმაგების შეთავაზებას ან დანებდეს მოწინააღმდეგეს. თანხმობა დასტურდება, დაფაზე საკუთარ მხარეს, სპეციალურ უჯრაში შეთავაზებული კუბის (გადვების შესაბამისი ციფრით მაღლა) მოთავსებით. დანებების შემთხვევაში მოთამაშე აგებს ხელს შეთავაზებამდე არსებული კუბის მდგომარეობით, პოზიციით ოინი.

• ხელში პირველი დავის თქმის უფლამა აქვს ნებისმიერ მოთამაშეს, რის მერეც არსებული მდგომარეობის კვლავ გადავება კუბზე მოცემული თანმიმდევრობით დასაშვებია მხოლოდ მეორე მოთამაშისათვის და ა.შ. რიგრიგობით, საკუთარი სვლის წინ კამათლის გაგორებამდე.

• ხელის მოგებით მიღწეული შედეგი თამაშის დასრულებისას, პოზიციიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს ერთის (ოინი) ან მეტის (მარსი, კოქსი) ტოლი.

• ოინი ნიშნავს, როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოწინააღმდეგეს ერთი ქვა მაინც ყავს დაფიდან გაყვანილი (უბრალო გამარჯვება).

• მარსი ნიშნავს, როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოწინააღმდეგეს არც ერთი ქვა არ ჰყავს დაფიდან გაყვანილი (ხელის ანგარიშის გაორმაგება).

• კოქსი ნიშნავს, როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოთამაშეს ერთი ქვა მაინც ჰყავს მკვდარი ან დარჩენილი მოწინააღმდეგის კარში და ამ დროს არც ერთი ქვა არ ჰყავს დაფიდან გაყვანილი (ხელის ანგარიშის გასამმაგება).

• კროუფორდის წესი მოქმედებს, როდესაც რომელიმე მოთამაშეს გამარჯვებამდე დარჩენილი აქვს 1 ქულა, მომდევნო ხელი ტარდება გადავების გარეშე.


ქართული ნარდის წესები:

• ნარდის თამაში მიმდინარეობს ნარდის სპეციალურ დაფაზე ორ მოთამაშეს შორის, წინასწარ დადგენილი ანგარიშის მიღწევამდე. 

• დაფასთან ორივე მონაწილე თამაშობს ერთი წყვილი კამათლით, ასევე წინასწარ ირჩევა დაფაზე მოთამაშეთა კარების მხარე, შეთანხმებით ან კენჭისყრით (კამათლის გორებით).

• წინასწარ დადგენილი ანგარიშის მისაღწევად, მოთამაშეებს შესაძლოა მოუწიოთ ერთი ან რამოდენიმე ხელის თამაში.

• დაფაზე განლაგებულია ორი განსხვავებული ფერის 15-15 ქვა. თითოეული ფერი განკუთვნილია თითო მოთამაშისათვის. მოთამაშეები ქვებს გადაანაცვლებენ საკუთარი კარის მიმართულებით გაგორებულ კამათელზე ამოსული ციფრების მიხედვით. 

• თამაში იწყება მოთამაშეთა მიერ, თითო კამათლის გაგორებით, რის შედეგადაც თამაშს იწყებს ის მოთამაშე, რომელმაც გააგორა უფრო დიდი კამათელი.

• ქვა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ისეთ სვეტში, სადაც მოწინააღმდეგის ქვების რაოდენობა არ აღემატება ერთს. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს სურს საკუთარი ქვის განთავსება იმ სვეტში, სადაც მოწინააღმდეგის ერთი ქვა არის წარმოდგენილი, მოწინააღმდეგის ქვა კვდება. 

• ქვა ცოცხლდება მოწინააღმდეგე მოთამაშის კარში, კამათელზე გაგორებული რიცხვების შესაბამის სვეტში. თუკი, ყველა სვეტი დაკავებულია, მოთამაშე სვლას ტოვებს.

• დაფიდან ქვების გაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მოთამაშეს ყველა ქვა საკუთარ კარში ჰყავს მოქცეული, კამათელზე გაგორებული რიცხვების შესაბამისი სვეტიდან. 

• თუ დაფიდან ქვების გაყვანის პროცესში მოთამაშის ქვა კვდება, ის გააგრძელებს დაფიდან ქვების გაყვანას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვა საკუთარ კარში დაბრუნდება.

• მოთამაშე ვალდებულია ითამაშოს გაგორებულ კამათელზე დასმული სვლათა მაქსიმალური შესაძლებლობა. 

• თუ, ორივე კამათელზე ამოსული კომბინაციის თამაში შეუძლებელია და მოთამაშეს ეთამაშება სათითაოდ თითეული, მაშინ მოთამაშე ვალდებულია ამ ორ სვლას შორის ითამაშოს მაქსიმალური.

• თუ, მოთამაშეს არ შეუძლია კამათელზე არსებული არცერთი კობინაციების თამაში, ამ შემთხვევაში სვლა გადადის მოწინააღმდეგეზე.

• მოთამაშის კამათლები იმყოფება დაფაზე, სვლის დამთავრების ბოლომდე. სვლა ითვლება დასრულებულად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოთამაშე გააკეთებს ყველა სვლას. მოთამაშის მიერ გაკეთებული სვლის უკან დაბრუნება დაუშვებელია.

• იკრძალება კამათლის აღება დაფიდან და კამათლის გორება, მანამ სანამ მოწინააღმდეგე არ დაასრულებს სვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთამაშეს უფლება აქვს მოწინააღმდეგეს მოსთხოვოს კამათლის თავიდან გაგორება.

• გაგორებული კამათელი, გასული დაფიდან ან არ დამჯდარი დაფაზე მთლიანი გვერდით ან უკან დაბრუნებული უცხო სხეულის მოხვედრის შედეგად, ექვემდებარება თავიდან გაგორებას.

• ხელი მოგებულად ეთვლება მოთამაშეს, რომელმაც მეტოქეზე ადრე გამოიყვანა თავისი ქვები სათამაშო დაფიდან.

• გადავების კუბის გამოიყენება ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, როდესაც თამაში ერთზე მეტ ანგარიშამდეა, რითიც მოთამაშე აორმაგებს მიმდინარე ხელში მისაღწევ შედეგს. შესაძლებელია, გადავებული ხელის კვლავ გაზრდა კუბის საშუალებით (2,3,4,5,6).

• მოთამაშეს შეუძლია დაეთანხმოს ხელის გაორმაგების შეთავაზებას ან დანებდეს მოწინააღმდეგეს. თანხმობა დასტურდება, დაფაზე საკუთარ მხარეს, სპეციალურ უჯრაში შეთავაზებული კუბის (გადვების შესაბამისი ციფრით მაღლა) მოთავსებით. დანებების შემთხვევაში მოთამაშე აგებს ხელს შეთავაზებამდე არსებული კუბის მდგომარეობით, პოზიციით ოინი.

• ხელში პირველი დავის თქმის უფლამა აქვს ნებისმიერ მოთამაშეს, რის მერეც არსებული მდგომარეობის გაზრდა, მაღლა მოცემული თანმიმდევრობით დასაშვებია მხოლოდ მეორე მოთამაშისათვის და ა.შ. რიგრიგობით, საკუთარი სვლის წინ კამათლის გაგორებამდე.

• ხელის მოგებით მიღწეული შედეგი თამაშის დასრულებისას, პოზიციიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს ერთის (ოინი) ან მეტის (მარსი, კოქსი) ტოლი.

• ოინი ნიშნავს, როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოწინააღმდეგეს ერთი ქვა მაინც ყავს დაფიდან გაყვანილი (უბრალო გამარჯვება).

• მარსი ნიშნავს, როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოწინააღმდეგეს არც ერთი ქვა არ ჰყავს დაფიდან გაყვანილი (ხელის ანგარიშის გაორმაგება).

• კოქსი ნიშნავს, როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოთამაშეს ერთი ქვა მაინც ჰყავს მკვდარი ან დარჩენილი მოწინააღმდეგის კარში და ამ დროს არც ერთი ქვა არ ჰყავს დაფიდან გაყვანილი (ხელის ანგარიშის გასამმაგება).

• მოთამაშეს აუფლება არა აქვს საკუთარ კარში მოკლას მოწინააღმდეგის ქვა და გადაითამაშოს ქვა შეფარების მიზნით .