GEO | ENG

ქულების დარიცხვის სისტემა

სატურნირო ქულები

- საქართველოს ჩემპიონატი იმართება 20 იანვრიდან 30 დეკემბრამდე, წინასწარ დაგეგმილი კალენდარის მიხედვით.
- საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობს:  პრო ლიგა და პირველი ლიგა.
- საქართველოს ჩემპიონატი შედგება 12 ტურისგან და გრანდფინალისგან. 

ნარდის ოსტატის ძირითადი მიზანია საქართველოს ჩემპიონატში წლის განმავლობაში მაქსიმალური სატურნირო ქულების მოგროვება, რაც განსაზღვრავს ნარდის ოსტატის ადგილს საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, რომლის მიხედვითაც ის დაიკავებს ადგილს გრანდფინალში.


სატურნირო ქულების დარიცხვის სისტემა  (2023 წლის 1 იანვრიდან)*

საქართველოს ჩემპიონატიში მონაწილე ნარდის ოსტატებს დაერიცხებათ სატურნირო ქულები მონაწილეობისათვის, დაკავებული ადგილისათვის და მოგებული მატჩებისათვის შემდეგი სისტემით (ყველა ლიგა):

სარეიტინგო ქულების დარიცხვა:
ადგილი                     ქულა
1                                      100
2                                       50
3                                       30
4                                       20
5                                       10

მონაწილეობა               10
მოგებული მატჩი         10

მოთამაშეს ქულები დაერიცხება საქართველოს ჩემპიონატში ნათამაშები ტურების (12 ტური) 10 საუკეთესო ტურის მაჩვენებლის შეჯამებით. (თუ მონაწილეს არ მიუღია მონაწილეობა შესაბამისი რაოდენობის ტურში, მისი ქულები განისაზღვრება ყველა ტურში დაგროვილი ქულების შეჯამდებით). 

ტურის მატჩები:
- პროლიგა - 9 ქულამდე საათის დრო 18წთ. სვლაზე 12 წმ, 2 წაგებამდე სისტემით.
- 1 ლიგა - 7 ქულამდე, 2 წაგებამდე სისტემით.
- გრანდფინალის მატჩები - 13 ქულამდე, 3 წაგებამდე სისტემით.

საქართველოს ჩემპიონატის გრანდფინალში გასვლის სტრუქტურა:

ადგილი                 საპრიზო შესატანი
პრო ლიგა
1                                       0%
2-3                                   50%
4-5                                   75%
6-16                                100%

პირველი ლიგა
1                                       0%
2                                      50%
3                                      75%
4-5                                  100%

გრანდფინალში მონაწილეობის გადასახადის კოეფიციენტი:

- საქართველოს ჩემპიონატის პრო ლიგაში 1-16 და 1 ლიგაში 1-5 ადგილზე გასული მონაწილე - 1
- საქართველოს ჩემპიონატის პრო ლიგაში 1-16 და 1 ლიგაში 1-5 ადგილზე ვერ გასული მონაწილე და რომელსაც მინიმუმ 5 ტურში აქვს მიღებული მონაწილეობა - 1,5
საქართველოს ჩემპიონატის პრო ლიგაში 1-16 და 1 ლიგაში 1-5 ადგილზე ვერ გასული მონაწილე და რომელსაც მინიმუმ 5 ტურში არა აქვს მიღებული მონაწილეობა - 2

ტურნირის თამაშის ძირითადი წესები და პრინციპები:

1. ბაფლბოქსით თამაში - სავალდებულოა ორივე მოთამაშისთვის, წყვილის ერთერთი მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში;

2. საათით თამაში - სავალდებულოა სამსაჯო კოლეგიის გადაწყვეტილებით და ითამაშება მხოლოდ ერთი წყვილი კამათით;

3. კარის, ქვის ფერის არჩევა - კამათლის გადაგორებით, ხოლო ბაფლბოქსისი უნდა დაყენდეს კარის მოპირისპირე მხარეს;

4. სათამაშოდ კამათლების არჩევაზე ვერ შეთანხმების შემთხვევაში მატჩი ითამაშება ფედერაციის მიერ გამოყოფილი კამათლით;

5. ტურნირის დროს უპირატესობა ენიჭება ფედერაციის ნარდის დაფებზე თამაშს;

6. ტურებზე რეგისტრაცია 10:50-მდე, კენჭისყრა 11:00, საათების ჩართვა დაგვიანებულებისთვის - 11:15;

7. შესვენება - 11 ქულამდე მატჩებში არაა გათვალისწინებული, (ნებისმიერი პაუზა მხოლოდ საკუთარი სათის დროის ხარჯზე);

           სამსაჯო კოლეგია - ხელმძღვანელები: ბაქარ მათიკაშვილი და კახაბერ ნაჭყებია. წევრები: რამაზ უკლება, დავით შამუგია, მარინა პირველი, ლევან ნინიძე, რომან გვენეტაძე. 

           დისციპლინარული სანქციები: სანქციები - მატჩში წაგება, დისკვალიფიკაცია ერთი ტურიდან - 3 წლამდე ვადით სამსაჯო კოლეგიის გადაწყვეტილებით. სხვა სახის გადაწყვეტილებები.